ყველას ნახვა

სალომე ზურაბიშვილის ყველასათვის მოულოდნელი განცხადება - "ფარდა ახდილია! მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუგო ბიძინა ივანიშვილს"

სალომე ზურაბიშვილის ყველასათვის მოულოდნელი განცხადება -  "ფარდა ახდილია! მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუგო ბიძინა ივანიშვილს"
საოცარია, არა? ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პარლამენტარები საბჭოს 47 ქვეყნის ეროვნული პარლამენტების წევრები არიან და თავიანთი ამომრჩევლის – 700 მილიონი ევროპელის – სათქმელს ახმოვანებენ და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მათი ყოველი შეკრება, ყოველი სხდომა ყველაზე მასშტაბურად წარმოადგენს ევროპის დემოკრატიულ სინდისს და ამ დროს, ხატია და ლიზა თემას განიხილავენ, 45 ევროპელ დეპუტატს აიყოლებენ და …  თურმე ქრისტიან-დემოკრატმა შვედმა დეპუტატმა ბორიანა აბერგმა ან ინდრეკ საარმა, ესტონელმა დეპუტატმა სოციალისტებიდან ზუსტად იციან, რომ სააკაშვილის საქმე აუცილებლად გადასახედია და რომ სააკაშვილი პუტინის ოპონენტია.აი, თურმე რატომ გახანგრძლივდა უკრაინაში ომი – სააკაშვილი ციხეშია და პუტინს ვისი შეეშინდეს, იმაზე მეტად, რაც ციხიდან შეაშინა? რა არ შეაკავა, თუ? შეაკავა!
ესეც, ევროპული გამოსავალი. ახლა თუ მიშას ციხიდან კი არა, „ვივამედიდან“ სასწრაფოდ არ გადაიყვანენ ევროპულ რომელიმე კლინიკაში, საიდანაც „გალსტუკჭამია“ ფრთებს გაშლის, შესაძლოა პუტინმა, რომელიც, რეზოლუციაში შესწორების ავტორებს და მხარდამჭერებს თუ დავუჯერებთ, „კნოპკას“ თითი დააჭიროს და მერე რა ეშველება მსოფლიოს?
მიხეილ სააკაშვილი არის ბრძოლის სათავეში, ის იყო პირველი პოლიტიკოსი, რომელიც ხმამაღლა უპირისპირდებოდა პუტინს, ამხელდა მას თავის ბინძურ ზრახვებში, – ეს ეკა ხერხეულიძემ ბრძანა „მთავარის“ ეთერში.
ოჯახაშენებულებო, თუ მხოლოდ სააკაშვილის ეშინია პუტინს, აქამდე რა გადხა ერთი რეზოლუცია, თქვენ რა გითხარით, თქვენ რა გითხარით…
არა გვაქვს სახუმაროდ საქმე, მაგრამ, მოდი და ნუ გაგეცინება – უკვე მერამდენედ მოუგო მიხეილ სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას – „ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები“ – ესაა ქოცური სამართლის ნაცური შედეგი!
არა, რა, მაინც როგორ ახერხებს ქოცმადიდებლებისგან შერაცხული ნაცური სექტა (ჩავაზუსტებთ: როცა საუბარია რეჟიმზე, მკვლელობებზე, წამებაზე, კორუფციაზე და ა.შ. დამნაშავე მუდმივ ძებნაში არ უნდა გყავდეს, ისე, მაგალითად, როგორც ზურაბ ადეიშვილი – თვალწინ და მხედველობის მიღმა. დამნაშავე სათანადოდ უნდა დასაჯო) ევროპა-ამერიკა სააკაშვილზე ალაპარაკოს, ეს მაშინ, როცა რუსული რაკეტები ბომბავენ უკრაინას და ასობით უდანაშაულო ადამიანი იღუპება?!
ძალიან დიდი ხნის წინ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში ერთი სახელოვანი რეჟისორი შემხვდა. მოვიკითხეთ ერთმანეთი და უცებ მეუბნება: დასაწერად არ ვამბობ და ბიძინამ გამაოცა, ამასწინათ მეუბნება, ამერიკაში ან ევროპაში ვინმე არ გყავს, ლობირება რომ გაგვიკეთოსო, პოლიტიკოსებს საერთოდ არ ვიცნობ, ხელოვნებაში კი ბატონო-თქო, ვუთხარი. გამეცინა და რა თქმა უნდა არ დავუჯერე რეჟისორს. ასევე, რა თქმა უნდა, არ დავწერე. აი, გავიდა წლები და მგონი რეჟისორს არ მოვუტყუებივარ! მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ სალომე ზურაბიშვილის ნათქვამს, უფრო მიმართვას დავარქმევდი: „თქვენ, მმართველმა პარტიამ არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო“. და, სხვათაშორის ამ შემთხვევაშიც ევროპრლამენტის რეზოლუციას ეხებოდა საკითხი: „დღეს კიდევაც ერთგვარად ვიმუქრებით… თუ არ მიგვიღო…ფარდას ავხდიო! არ ვიცი რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს მგონი“.
დიახ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა – ფარდა ახდილია! მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუგო ბიძინა ივანიშვილს და ვიდრე ბეჭებზე დასცემს „ქართული ოცნების“ ანასხლეტებს მაინც უნდა ამოეღოთ ხმა. „ცხრაკაცამ“ კი სიტყვაც არ დაასველა ბოლო რეზოლუციის შესახებ! საოცარია, არა? სად არის „ქოცური ფარდის ახდა“, სად არის ერის თუ არა, ბელადის და პარტიის „სულიკო“? – „არა, არა, პლატონ, შერცხვენილი დამიძახე, თუ ერთ თვეს გადავაცილო, ის შენი ფული არ ჩაგაბარო!.. მაგის გულისთვის დავრბივარ აგერ ერთი თვეა… მაშვლობა მაქვს გამოწყობილი და, იცოცხლე, კაი ასაღებიც მქონდეს! ევიღებ და იმწამსვე ჩემი ხელით მოგიტან… ცოლ-შვილს გეფიცები“… აი, ზუსტად ისე, როგორც „სამანიშვილის დედინაცვალშია“. არა, რა, ძალიან მაგარი იყო დავით კლდიაშვილი, ძალიან მაგარი!
ფული! ფული და ისევ ფული! – აი, ის, რაც, როგორც ამბობენ, სრულიად საქოცეთს ბიძინამ გადაუკეტა. იმ „შავი ფულის“, რომელსაც ტენდერებით და კიდევ „რაღაცეებით“ „იგებენ“, იმედად დარჩენილებს კი სხვაგვარად არ შეუძლიათ. „ლობისტებად“ „ექსპერტებიც“ საკმარისია! საითაც არ უნდა გაიხედო, უცებ რომ წამოყოფენ თავს ერთი და იმავე ტექსტებით.  უბრალოდ ეგაა, სოცქსელს ვერ გასდნენ!
ახლა იმასაც ამბობენ „გამოყოფილებს“ „კვებავსო“  – ეხ, ბიძინა, ბიძინააა, რა გინდოდა წვენებში!
არადა, 2012-ში ოთხი ტუზით და ორი ჯოკერით მოვიდა! ჯერ კოჰაბიტაციაო, მერე „ხალხის დაკვეთაო“ და „მთავარი ოპოზიციური ძალაო“, შემდეგ „ჩვენი ნაცი კარგია, სხვისი ნაცი – ცუდიო“ და „ადრე დამნაშავე იყო, მაგრამ ახლა გამოსწორდაო“. და ასე მივედით სანქცირებულთა სიამდე, სააკაშვილის საქმის გადახედვამდე, ცოტაც და სააკაშვილს პოლიტპატიმრად აღიარებენ, მერე, ისე, როგორც ნიკა მელიას, „საშვამავლოსაც“ გადაუხდის ევროპა. ხატიას და ლიზას მოთხოვნით ივანიშვილს სანქცირებულთა სიაშიც შეიყვანენ (აგერ ნათესავები კი შეიყვანეს უკვე) და… „ჯორი ჩამოართვი, ბიჭო“!
ერთუცნობიანი განტოლებასავითაა „ქართული ოცნება“, ახლა, ცოტა ხანში „გამოაგდებენ“ სოცქსელში „ექსპერტები“, პუტინს როგორ „ებრძოდა“ „დაუმარცხებელი“ და დაიწყება:   განაგრძეთ კითხვა




წყარო ალია


რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე