საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აფასებს."არჩევნებში საზოგადოება უნდა მივიდეს და ხმა მისცეს ოპოზიციას და მრავალფეროვნებას. დარწმუნებული ვარ, ასეთი გაყალბება რომ არ იყოს, ეს მხარე, რომელსაც უნდა განვითარება და უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის, ნამდვილად იქნებოდა დღეს სხვა მოცემულობაში.ადამიანებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, თავისი შვილებისთვის უკეთესი მომავალი ემეტებათ და არა ის, რომ ახალგაზრდის გასვლა ქუჩაში შეიძლება გახდეს უფრო და უფრო საშიში.90-იან წლებში, როდესაც ვიყავი ახალგაზრდა, ხალისიანი გადავადგილდებოდი ჩემს მეგობრებთან, მაგრამ მახსოვს, რომ "დაწექით" რომ იყვირებდნენ, ვიღაცა გამოდიოდა და ჰაერში ისროდა ან მიზანმიმართულად ისროდა და ყველანი ძირს ვწვებოდით. ვიდექით უზარმაზარ პურის რიგში და იყო საშინელი შიმშილობა.
თქვენ, რა, გგონიათ ძალიან შორს ვართ აი ამ წარსულისგან? ჩვენ უკან წარსულში ვბრუნდებით და კიდევ, რუსეთი თუ შემოიჭრა აქ და გაბატონდა, მერე ვნახოთ რა იქნება.
ამიტომ, ყველა ჭკუათმყოფელს და ვისაც უყვარს თავისი ქვეყანა, თავისი წარსული, ვისაც თავისი შვილები არ ემეტება, რომ წავიდეს და მაინცდამაინც ემიგრაციაში გადაასახლოს. სწავლა ძალიან კარგია უცხოეთში, მაგრამ იქნებ არ უნდა ამ ადამიანს დარჩენა და თავისი ქვეყნისთვის უნდა, რომ მთელი ეს რესურსი მოახმაროს, ამიტომ, დავფიქრდეთ კარგად', - თქვა მაკა ჩიჩუამ