თუკი სააკაშვილის ადვოკატები ევროგაერთიანების ადამიანთა უფლების დაცვის ბიუროში დასაბუთებულად მოითხოვდნენ რომ აუცილებელია დიაგნოსტიკა და ამიტომ გადაყვანა პატიმრისა მრავალპროფილიან კლინიკაში, აი ეს მოხდებოდა სამოქალაქო სამედიცინო ექსპერტების მიერ სასურველ კლინიკაში, სადაც უკვე აშკარა გახდებოდა ყველაფერი.
ადვოკატურაში შეტანილმა არევდარევამ, ყურადღების ცენტრის გადატანამ ახლა სხვა, თავიდანვე დაგეგმილ პიროვნებაზე და მთელმა ამ ახალმა სპექტაკლმა მთლიანად გადაფარა ის სიტუაცია და გარემოება, თუ რატომ იყო აუცილებელი მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა კლინიკაში.
არც კი ვიცი რაა გასაკეთებელი, თუმცა, რომც იცოდე დარწმუნებით, გისმენს ვინმე?
ყველაფერი მიდის ბიძინისტანურად და გეგმაზომიერად,
რათქმაუნდა მოყვარედ და შენიანად წოდებულთა დახმარებით.
ასე რომ არ იყოს, ან ბიძინას ან იმ თმავერაწყობილის, სულ რომ მავიწყდება სახელი იმდენად უფასურია, აი მაგათი დაგეგმილი რაიმე გჯერათ?
ისევ და ისევ სააკაშვილის მიერ ამორჩეული და წარმოჩენილი ძველი კადრებია, ბიძინას რომ ივენტ და პრობლემ მენეჯერებად ჰყავს დაქირავებლნი.
ტრაგედიაა.
ძველბერძნული ტრაგედიების გვირგვინია ეს ყველაფერი რომაული თეატრალიზმით.”