"ქალბატონო სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს. [...] უკრაინის დაზვერვამ გამოაცხადა და ის ეყრდნობა დასავლურ დაზვერვებს, რომ რუსეთი არ აძლევს საშუალებას თურმე საქართველოს ხელისუფლებას ჩემი გათავისუფლების, მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.