საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია 2,300 ადგილი იმისთვის, რომ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველო-საბერძნეთის მატჩს დაესწრონ.როგორც უკვე ცნობილია, მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ბერძნებისთვის ბილეთის საფასური მხოლოდ და მხოლოდ 7 ევროს შეადგენს.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ელ. ფოსტაზე, ticketing@epo.gr, მოთხოვნის გაგზავნით, სადაც საჭიროა ლათინური ასოებით სახელისა და გვარის, ასევე პასპორტის ნომრისა და პასპორტის/პირადობის მოწმობის ნომრის მითითება.
აღნიშნულ ელ. ფოსტაზე მოსულ საპასუხო შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდის მეთოდი და ზუსტი მითითებები.