სავარაუდოდ, თავად UEFA აორგანიზებს და ალბათ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება - თავიანთ პლატფორმებზე გაყიდიან ბილეთებს. დღეს გამიჭირდება რამე კონკრეტული გითხრათ, თუმცა შემიძლია ვთქვა ის, რომ ყველა თამაშზე როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის გულშემატკივრებს, თანაბრად უნაწილდება ბილეთები.
რაღაც ნაწილი საჯარო სივრცეში გადის, სავარაუდოდ, გაიყიდება, რაღაც ნაწილს თავად UEFA იტოვებს თავიანთი პარტნიორებისა და სპონსორებისთვის. ამ ყველაფერზე ფეხბურთის ფედერაცია უახლოეს მომავალში გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას და ნებისმიერ გულშემატკივარს ექნება სრული ინფორმაცია,"- აცხადებს ლევან კობიაშვილი.