ყველას ნახვა

სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია

სასწრაფოდ: ახლახანს გახდა ცნობილი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოულოდნელი და ყველასათვის გამაგონებელი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან გადაწყვეტილება... გილოცავთ მიზანი მიღწეულია
დოკუმენტში შეფასებულია ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა მიმართულებით, აღნიშნულია, რომ ადამიანის უფლებების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა სანდო ცნობებს წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ; თვითნებური დაპატიმრების ან დაკავების შესახებ, სერიოზული პრობლემების შესახებ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით გამოძიებებთან და სასამართლო დევნასთან ერთად, რომელიც ფართოდ განიხილება როგორც პოლიტიკურად მოტივირებულად; პირად ცხოვრებაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა; გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარა ჟურნალისტების მიმართ; გამოყოფილია ასევე არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში, მოიცავდა ცნობებს სერიოზული სამთავრობო კორუფციის შესახებ; მოიცავდა ძალადობას ან ძალადობის მუქარას, რომლებიც მიმართულია ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ ან ინტერსექს პირებსა და აქტივისტებზე.ანგარიშში ნათქვამია, რომ მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგი ოფიციალური პირის წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა.
ანგარიშში საუბარია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, რომელიც რჩებოდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს მიღმა, და დე ფაქტო ხელისუფლება მხარდაჭერილია რუსეთის ძალების მიერ.
ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები მოიცავს ცნობებს უკანონო მკვლელობების, თვითნებური დაკავებისა და დაპატიმრების შესახებ. საუბარია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რომელიც განსაკუთრებით ეხებათ ეთნიკურად ქართველებს, აღნიშნულია მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.
ანგარიშში ასახულა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტი და გასული წლის დეკემბერში რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში დე ფაქტო საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტი, რის შედეგადაც ის დაიღუპა.
სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეც. მასში ვკითხულობთ, რომ სახალხო დამცველმა ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა, უზრუნველეყოთ სააკაშვილისთვის დროული და შესაბამისი მკურნალობა.
რაც შეეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, ანგარიშში წერია, რომ მიუხედავად კონსტიტუციით და კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებლობისა, “მთავრობა არ სცემდა პატივს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებში. მოსამართლეები დაუცველი იყვნენ სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან და გარედან პოლიტიკური ზეწოლის მიმართ იმ საქმეებზე, რომლებიც ეხებოდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებს ან ინდივიდებს”.
ანგარიშში ნათქვამია, რომ სასამართლო სისტემის გაუმჭვირვალობა ძირს უთხრის სასამართლოსადმი საზოგადოების ნდობას.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა გავლენიან, მჭიდროდ დაკავშირებულ მოსამართლეთა ჯგუფს „კლანი“ უწოდეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს სხვა პრობლემები, როგორებიცაა უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების გავლენა ცალკეული მოსამართლეების დამოუკიდებლობაზე, საქმის განაწილების სისტემით მანიპულირება, უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში გამჭვირვალობის ნაკლებობა და ხარვეზები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა და სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნაში, - ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმად, იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების შესაძლებლობა, გაეკრიტიკებინათ მთავრობა ან განეხილათ საზოგადოებრივი ინტერესის საკითხები. მათ შორის პოლიტპატიმრებზე ან პოლიტიკური ნიშნით დაკავებულებზე საუბრისას მაგალითად მოყვანილია ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელეარხის, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც 2022 წლის მაისიდან პრეზიდენტის მიერ შეწყალებამდე, 2023 წლის 22 ივნისამდე, ციხეში იმყოფებოდა. ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით გაასამართლეს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შევიდა 2023 წლის მარტში პარლამენტში ინიციირებული "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებიც. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის მკაცრად გააკრიტიკა როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ და ფართო საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი გაიწვია.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე