ძალიან რომ გამიჭირდა, ჩემი „ოქროს ფრთა” ლომბარდში დავაგირავე… ჩემი „ფრთა” საქართველოს ბანკმა აუქციონზე გაიტანა… და მაინც, ეს სულ არაფერია „ნაციონალური ხელისუფლების” უმძიმეს დანაშაულთა ფონზე….
ახლა ჩემკენ „ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიხედონ. ბატონ მამუკა მდინარაძეს მინდა, ვკითხო: შემთხვევით, ხომ არ გეცნობით?!.. გაზეთი არ აღადგინეს; უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე, ისევ უვიცები პარპაშებენ; საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობაც კი არ გაღირსეს.
და მაინც „ოცნებას” იცავ?!
„ოცნებას” კი არა, ბიძინა ივანიშვილს ვიცავ: უმისოდ „ნაციონალურ” ჯოჯოხეთს ვერავინ დაამთავრებდა. კი, ბატონო, მაგრამ კადრები?! – მეუბნებიან…
რამდენიმე წლის წინათ მიამბეს: ბიძინა ივანიშვილს ერთი ღამე გაუთენებია ჭიათურაში, საკუთარ დასთან. ძალიან სევდიანი და მოწყენილი ყოფილა. დას მიზეზი უკითხავს. პასუხად ეს მიუღია, – ვისაც ვენდე, ყველამ მიღალატაო. ერთგულებიც ხომ გყავსო, – გაუმხნევებია ქალბატონ მაგულის.
კი, ერთი – ორიო… ეს ამბავი მოგონილიც რომ იყოს, მაინც დავიჯერებდი…
ვაი, რომ მოღალატე დღესაც ბევრია”. ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროინდელ ამბებს იხსენებს და წერს.