პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ კონკრეტული გარემოებების გამო “
თუ პრეზიდენტი შეიწყალებს გვარამიას, ეს იქნება უკვე პრეზიდენტის ინსტიტუტის შეურაცხყოფა, უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რაც არ მგონია, რომ სწორი იყოს“, ეხმაურება და ეთანხმება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:
“
ვეთანხმები კობახიძეს და დავძენ, რომ ნიკა გვარამიას შეწყალება, იქნება ქართველი ხალხის იმ ნაწილის შეურაცხყოფა და გამოწვევა, ვინც პრეზიდენტს ხმა მისცა!რა ფორმებს მიიღებს ეს გამოწვევა და როგორ შემოუბრუნდება პრეზიდენტს, ვფიქრობ, რთული მისახვედრი არ უნდა იყოს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.