რუსულმა გამოცემამ ქართველ ჟურნალისტთან და ტელეწამყვანთან, საქართველოს მე-2 პრეზიდენტ
ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილ
სოფო შევარდნაძესთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, სოფომ პანდემიის პერიოდი საქართველოში გაატარა. სახლში ყოფნისას კი ახალი წიგნის დაწერაც მოასწრო.
შევარდნაძე ჟურნალისტთან საუბარში მედიასფეროში არსებულ სირთულეებს მიმოიხილავს და აცხადებს, რომ ყველაზე მეტად რაც მას აკლია, ამჟამად ადამიანური ურთიერთობებია.
"სიმართლე გითხრათ, ჩემს თავს ჟურნალისტების კატეგორიას არ მივაკუთვნებ. ჩემთვის ჟურნალისტი არის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის იბრძვის, სიცოცხლის ფასად აკეთებს სიუჟეტებს, ერთვება ცხელი წერტილებიდან და არ ეშინია იმის, რომ დემონსტრაციის შემდეგ სამართალდაცველები დაიჭერენ. მე კი კონფორმისტი, თუმცა ვარ პაციფისტი და ძალადობის წინააღმდეგი ვარ.
ამიტომ მე ვარ ინტრევიუერი. ჩემთვის ობიექტურობა საშინლად მოსაბეზრებელია. როდესაც მეუბნებიან - მოდით ვიყოთ ობიექტურებიო, ვიწყენ. სუპერსუბიექტური ადამიანი ვარ და ინტერვიუს აღების დროს, თანამოსაუბრესაც სუბიექტურს ვხდი. რესპონდენტს ვაძლევ საშუალებას ჩემს მიერ დასმულ კითხვებზე სუბიექტურად მიპასუხოს, ჭეშმარიტება კი სადღაც შუაში იბადება.