“შეხლა-შემოხლა იყო უბრალოდ, ისე არაფერი მომხდარა. პოლიცია ისედაც ყოველ საღამოს მოდის, ჩვეულებრივი მოვლენაა, ამოწმებენ კამერას. გასროლა ფეიერვერკის მეტი არაფერი ყოფილა. კამერების ჩანაწერს ყოველი თვის ბოლოს ამოწმებენ და იღებენ”,– ამბობენ “ნაჭარმაგევის” თანამშრომლები.
სამართალდამცველები რესტორნის ტერიტორიაზე მთელი ღამე მუშაობდნენ. მას შემდეგ, რაც გვიან ღამით ადგილზე “მთავარი არხის” გადამღები ჯგუფი მივიდა, კრიმინალურმა პოლიციამ ტერიტორია ერთმანეთის მიყოლევბით დატოვა, ნაწილი კი შიდა სივრცეში ჩაიკეტა. ფაქტის ამსახველი კადრები მთავარმა გადაიღო. სავარაუდოდ, რესტორნის თანამშრომლები წინასწარ გააფრთხილეს, რომ კომენტარები არ გაეკეთებინათ.
ჩვენი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კამერის ჩანაწერები ამოიღეს. თუმცა ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებული და არც დანაშაულის ადგილი შემოუსაზღვრავთ ყვითელი ლენტით.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: mtavari.tv