როგორც unian – ი წერს „ამბობენ, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაბრაზებულია, რომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელი პირები დოკუმენტს პირადი სარგებლობის მიზნით იყენებენ და ომის დროს საზღვარზე დასეირნობენ“. unian -ის ცნობით, დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა ეხებათ საკანონმდებლო ორგანოს იმ დეპუტატებს, რომლებმაც მივლინების შემდეგ ოფიციალური დოკუმენტაცია არ წარადგინეს. ვრცელი სია 225 პირს მოიცავს.