დედამისი 1-2-ჯერ იყო ჩემთან მოსული და ვუთხარი, - კინაღამ ბავშვი მომიკლა-მეთქი... ღამის 5 საათზე შემოვარდა, მე-4 სართულზე ავარდა, ატეხა ბათქა-ბუთქი, ძლივს გადარჩა ლევანიკო, სამი დღე რეანიმაციაში იყო. სასამართლო 24 სექტემბერს უნდა ყოფილიყო, ახლა ნოემბერში გადაიტანეს. კი ბატონო, იყოს, მაგრამ მეტს ნურაფერს ელიან. დედას "ვუნამიოკე", ეყოფა, რაც ჩაიდინა შენმა შვილმა - მეთქი. რამდენი კაცი უნდა დაჭრას კიდევ, 3-დან 6 წლამდე იყოს ციხეში. იჯდეს, მოჭკვიანდება.
დედამისი ივანიშვილთანაც მივიდა, ბიძინაც კი მესაუბრა ამ თემაზე. ჯობია, დროზე დავამთავროთ ეს ამბავი, გადაეცით, თორემ შეიძლება უფრო გაურთულდეს საქმე. რამდენჯერ გადადებენ სასამართლოს? ვიღაცებს რევენ და ალბათ ამიტომ დებენ პროცესს. ჩემგან მეტს ნურაფერს ელიან. საკმარის დათმობაზე წავედით, მაგათ კიდე გაამართლონ უნდათ, ასე არ გამოვა!", - განაცხადა გოგი თოფაძემ.
სრულად იხილეთ: ambebi.ge