მაღაზიაში შეყვები ვითომ ყაჩაღობის მიზნით, იქ იარაღს მიადებ შუბლზე და მოკლავო. თქვენი ფოტო კომპიუტერში მანახეს, ეს ის არის, ვისზეც გეუბნებითო და ისიც მითხრეს, წითელი თმები აქვსო. ამითაც დაამახსოვრეს.
ამ ბიჭმა თქვა, ნარკოტიკის მომხმარებელი ვიყავი და მე ამიტომ ამომარჩიესო.
ამის პარალელურად მას ბატონ იურის (ვაზაგაშვილი) საწინააღმდეგოდ მუშაობაც დაავალეს. ამიტომ, მე მთხოვდა, თუ შეიძლება ეს ინფორმაცია ბატონ იურის გადაეცით, მისთვის ბევრი რამ მაქვს სათქმელიო.
როგორც იმ ახალგაზრდამ მითხრა, ამ დავალების შემდეგ ქვეყანა დატოვა და იმალებოდა. მერე, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომი დაიწყო, ისევ შეხვედრიან და უთქვამთ, ახლა ამისთვის არ გვცალია, მაგრამ ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება და დაგიკავშირდებითო"-განაცხადა ია მეტრეველმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში.
ინტერვიუ გამოცემამ 2015 წლის 29 იანვარს გამოაქვეყნა. ამ დროს ზურა ვაზაგაშვილის მამა უკვე მოკლული იყო. ის საკუთარი შვილის საფლავზე 20 იანვარს ააფეთქეს.