ყველას ნახვა

ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს

ნანუკა ჟორჟოლიანი სკანდალურ განცხადებას ავრცელებს
„მაშინ როდესაც ქუჩის აქციები უნდა ყოფილიყო და მაშინ როდესაც ეს თემები აქტუალური უნდა ყოფილიყო, ზუსტად მაშინ არჩია ხაბეიშვილმა კომფორტული გარემო და კაბინეტში რაღაცების გამოძიება და საბუთებში ქექვა, ეს ერთი.მეორე, მე ხაბეიშვილთან პირადი გამოცდილება მქონია მიშას თემასთან დაკავშირებით და ზუსტად ვიცი რისი გამკეთებელია, რაც მაშინ გააკეთა იმავეს გააკეთებს, ახლა მიშას თემით სპეკულირებენ, რადგანაც იციან, რომ ამ არჩევნებში ერთადერთი გამარჯვების გზა შიდა პარტიულში აქვთ ის, რომ ეს გამარჯვება მიშაზე უნდა გავიდეს იმიტომ, რომ სულ რომ ვამბობდი და ახლაც ვიტყვი, ეს პარტია არის მიხეილ სააკაშვილი და არა სხვა რომელიმე ლიდერი რომლებიც 2016-ში გამოეყვნენ და 3%-იანები გახდნენ და არც ერთი ლიდერი, რომელიც ახლა მანდ არ არის, პარტიაში ლიდერი ვერ იქნება მიხეილ სააკაშვილის გარეშე ეს დაადასტურა ყველა ფაქტმა და მათ შორის იმ ფაქტმაც, როდესაც ნიკა მელია მყარი და მკაფიო არ იყო საკუთარ პოზიციებში მიშასთან დაკავშირებით და თავისი ბავშვური ეჭვიანობა უფრო პრიორიტეტული გახადა, მაშინვე უთხრა საკუთარმა ამომრჩეველმა ის რაც უთხრა, მაგრამ...“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.
ჟურნალისტის შეფასებით, თუ პარტიაში მიმდინარე პროცესებს გადავხედავთ, მარტივად დავინახავთ რა შიდა ბრძოლები მიდის და რისთვის, მისი თქმით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ნიკა მელიას უპირისპირდება, ისევ მელია სჯობს, თავისი დაშვებული შეცდომებით.
„მე ნიკასთან მქონია პირადი კონფლიქტები, მე ნიკასთვის ხმა ამიწევია, რა თქმა უნდა მიშასთან დაკავშირებით, და ყოველთვის ვუწუნებდი სტრატეგიას და ყოველთვის ვუწუნებდი მიშასთან მიდგომას ნიკას, ეს მისთვის პირში მითქვამს. ეს არ არის ახალი რასაც წაიკითხავს, მაგრამ ახლა მიშასთვის კი არ ხდება ბრძოლა, ახლა დაპირისპირებული კლანები ძველი ჩინოვნიკი და ჩინოვნიკები და შემდეგ მოსული პირები ებრძვიან ერთმანეთს. არავინ არ დაიჯეროს, რომ პარტიაში რაც ხდება რაიმე კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ან რაიმე კავშირშია მის გამოყვანასთან ან დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით, რომელიც პარტიის ყველა წევრს მეტნაკლებად მასთან მიუძღვის, არა ეს არის კუნთების თამაში და ახლა რა ძალებიც ებრძვიან ნიკა მელიას და ახლა ვინც ებრძვის ნიკა მელიას დამიჯერეთ ასჯერ დაშვებულ შეცდომებიანი ნიკა მელია ჯობია მათ ყველას“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა CNews-თან საუბარში.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა, ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატ გიორგი ჩალაძეს შესთავაზა, რომ შექმნას ჯგუფი, რომელიც სააკაშვილის საქმეს უხელმძღვანელებს.




რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
სამწუხაროდ დაიწყო დაიწყო კვდომა. ახლა სასწაულის მოლოდინში ვართ მხოლოდ...
რეკლამა საიტზე