იგეგმება მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი, მოსახლეობის დახმარება, რომელიც პრემიერი აანონსებს
„200-ლარიან დახმარებებთან დაკავშირებით, თუ სწორად მახსოვს, პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს გაგრძელდება, მეტი კონკრეტიკა არ ყოფილა. თუმცა, როგორც ჩვენ გავიგეთ ხელისუფლება აპირებს არა მარტო ამ დახმარების გაგრძელებას, არამედ მთელი ახალი ღონისძიებათა პაკეტი იქნება. ჩვენ ხომ კარგად გვესმის, რომ პანდემია არსად წასულა, განგრძობითი ხასიათი აქვს და გრძელდება, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს ხელისუფლებას და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან რაციონალური და სწორია“ – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.