მკვლელობა ზუგდიდში: 13 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, დანით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
მოზარდებს შორის გარჩევა რკინიგზის სადგურის უკან, მესხიას ქუჩაზე, ხიდთან მდებარე სპორტულ სტადიონზე მოხდა, სადაც შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმა ახალგაზრდამ კი 13 წლის ს.მ.-ს დანა რამდენჯერმე ჩაარტყა.
ამის შემდეგ თავდამსხმელები გაიქცნენ, მძიმედ დაჭრილი ს.მ. კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მხოლოდ მისი გარდაცვალების ფაქტი დაადასტურეს.
ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ეზოში მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.
დამატებით დეტალებს ოდიშინიუსი ადგილიდან გაცნობებთ.
ინფორმაციას ოდიში ტვ ავრცელებს [media=]