მისი როლი ქართულ პოლიტიკაში ცოტა გაუგებარია. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს. ეს ჩემთვის რთული წარმოსადგენია. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის მხოლოდ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მე მგონი, თვითონაც ხვდება, რომ იქ უფრო შეიძლება ჰქონდეს მომავალი მის კარიერას, ვიდრე აქ. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ…მამაჩემი არც ბევრს წერს პოლიტიკაზე, აღარ ერევა პოლიტიკაში. ჩამოსვლამდე ის ამბობდა, მე ჩამოვალ, შევცლით ხელისუფლებას, დაიწყება აღმშენებლობა, მაგრამ რეალურად ეს თეორია არ გამოდგა მართალი. ის ჩამოვიდა და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა.მე და გიული ვიყავით ევროპაში. როცა იქ ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ მხოლოდ ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსესუსი არსებობს, ვიდრე თუ ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები. თუ ჩვენ მოვახერხებთ, საზოგადოების კოსოლიდაციას… მამაჩემისთვისაც იქნება კარგი, თუ მოახდენს საკუთარი თავის… ეს უნდა იყოს სარწმუნო და არა – ტრიუკი…
მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, რაც არის მისი გადარჩენა, ამაზე მნიშვნელოვანი მისთვის არაფერი უნდა იყოს. თუ ის გახდება პოსტპოლიტიკური ფიგურა, ეს კარგი იქნება, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა გიორგი ნიორაძის გადაცემაში.