სპეცოპერაცია ზუგდიდში, ზაქარაიას ქუჩაზე, ბადრი ესებუას დეიდის სახლში დაიწყო. სამართალდამცველები ტერიტორიაზე სავარაუდოდ ძალის გამოყენებით შევიდნენ.
პოლიციელებმა გაჩხრიკეს ყველაფერი, თუმცა იპოვეს თუ არა რაიმე ნივთმტკიცება უცნობია.
მთავარი არხის ინფორმაციით გუშინ საღამოს შემდეგ სავარაუდო დამნაშავე დეიდის სახლში იმალებოდა.
სანდო წყაროს მიერ დადასტურებულია ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ზუგდიდში სპეცოპერაცია რამდენიმე ადგილას ჩატარდა. ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა მთელი დღე ამტკიცებდა რომ მისი ძმა თბილისში 1 კვირის წინ სამკურნალოდ წავიდა.
ბიძინა ესებუასგან განსხვავებით მისმა ბიძამ დაადასტურა რომ გუშინ ღამით მათ საცხოვრებელ სახლში დაახლოებით ღამის 3 საათზე პოლიციელები მივიდნენ. ბადრი ესებუას ბიძა ამბობს რომ მისი დისშვილი უკვე 1 წელზე მეტია სამხედრო სამსახურში აღარ არის.