1. დაიქვითება თუ არა 200-ლარიანი სუბსიდიის საშემოსავლო?
2.აიღებენ თუ არა დახმარებას ის მშობლები, ვინც ბანკშია „გაშავებული“?
პირველ შემთვევაში, პასუხი მარტივია - სოციალური დახმარება არ დაიქვითება და შესაბამისად, ოჯახები 200 ლარის სრულად აღებას შეძლებენ;
ხოლო რაც შეეხება მეორე და ბევრად მნიშვნელოვან საკითხს , მთავრობის დადგენილება N505- ში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აწერს, და რომლის მიხედვითაც ოფიციალურად განისაზღვრა 0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200 ლარიანი დახმარება-, ვკითხულობთ:
" ამ წესით გათვალისწინებული ერთჯერადი ფულადი გასაცემელი არ ექვემდებარება ყადაღას, " სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 45- ე მუხლის პირველი პუნქტის " ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად " .
აქედან გამომდინარე, ის პირები, ვისაც ბანკებთან არცთუ მეგობრული ურთიერთობები აქვთ, ბავშვთა 200-ლარიანი დახმარების მიღებას მაინც შეძლებენ, მიუხედავად იმისა, ე.წ. შავ სიაში არიან თუ არა.