_ მხოლოდ ქონება არ არის არსებითი. ვფიქრობ, რომ მას თავისი რაციონალიზმი და პრაგმატიზმი არ დაუკარგავს და ხვდება, რომ ის გახდება ხალხის აგრესიის უპირველესი ობიექტი: მოგების შემთხვევაში – ოპოზიციის, ხოლო წაგების შემთხვევაში – „ოცნების“ მომხრეების. ამიტომაც, „ოცნებისთვის“ ყველაზე კრიტიკულ არჩევნებში ის თავად არ მოუწოდებს ხალხს „ოცნების“ გამარჯვებისკენ და თავად არ ხდება მთელი ამ კამპანიაზე პასუხისმგებელი პირი.რადგან მისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების გარანტიები უმთავრესია, ამიტომაც ის შედეგებს გვერდიდან მაყურებლის პოზიციიდან დაელოდება. თუმცა, გარკვეული აქტივობები არჩევნების ბოლო დღეებში, ალბათ, მასაც ექნება.
თუ სააკაშვილის აქტიურობის ფონზე ნაციონალურ მოძრაობას შევადარებთ, ამ სიტუაციაში „ქართული ოცნება“ ობოლი ბავშვივით გამოიყურება.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში 2020-ის არჩევნებზე საუბრობს.