მაგალითად, ცოტნე დარწმუნებულია, რომ მამამისი მისი ასაკისგან არაფრით განსხვავდება. ამ მხრივ ძალიან მსუბუქი და იოლი პიროვნებაა. არასდროს აქვს დეპრესიული განწყობა, არასდროს მოდიოდა შინ ამ განწყობით, რომ დავიღალე და მომასვენეთ, ყოველთვის ხუმრობს, ლაღია, მსუბუქი, ბედნიერი განწყობა აქვს.რა პრობლემაც უნდა ჰქონდეს, სახლის გარეთ ტოვებს და ისე ცელქობს და ხუმრობს, საკუთარი თავი მასზე უმცროსი მგონია. ვაჩერებ და ამაზე ბიჭები სიცილით კვდებიან, – განაცხადა მან ,,მაესტროს” ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკატერინა ხვედელიძე საჩხერეში ქირურგისა და მუსიკის პედაგოგის ოჯახში დაიბადა. ჰყავს ერთი და – ირმა. აქვს მუსიკალური განათლება, კარგად ერკვევა მხატვრობაში. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ნამუშევრების შეძენისას გადამწყვეტი ხმა სწორედ მას ეკუთვნის.
ბიძინა ივანიშვილს და ეკატერინე ხვედელიძეს 4 შვილი ჰყავთ – უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე. ეკატერინეს არასოდეს უმუშავია, მან ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა.