ყველას ნახვა

სკანდალური ინფორმაცია მთელი საქართველოსათვის რა კომპრომატებით აშანტაჟებდა ივანიშვილი პატრიარქს

სკანდალური ინფორმაცია მთელი საქართველოსათვის რა კომპრომატებით აშანტაჟებდა ივანიშვილი პატრიარქს
ორი მიზეზი, რის გამოც ივანიშვილს პატრიარქზე თავდასხმა აწყობს
მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებამდე, ივანიშვილის ყოფილმა მოძღვარმა და ქართული ოცნების ყოფილმა მხარდამჭერმა, მეუფე იაკობმა ხელისუფლების პირველი პირები პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. 
მეუფე იაკობმა განაცხადა რომ სახელმწიფო კანცელარიაში პირადად ესწრებოდა თათბირს, სადაც მაშინდელი პრემიერი კვირიკაშვილი, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური  პატრიარქის გადაყენაბასა და შეცვლაზე მსჯელობდნენ. 
მეუფე იაკობის განცხადებით, ხელისუფლება, ივანიშვილის დავალებით მას ამ საქმეში დახმარებას სთხოვდა. მან თავისი სიტყვები მოგვიანებითაც დაადასტურა და არც წმინდა სინოდის სხდომაზე უარყო. ხოლო შენდობა ითხოვა არა იმისათვის რაც თქვა, არამედ, ფორმის გამო - უხეშად ვთქვიო.
სხვაგვარად რომ ვთქვათ: მეუფე იაკობმა ხელისუფლების პირველი პირები სისტემურ დანაშაულში ამხილა, რომელზეც გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, მაგრამ გენპროკურორმა თადუმაძემ პირდაპირი მოწმის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები „ვერ დაინახა“. 
რატომ არ დაიწყო გამოძიება პროკურატურამ? ეს არის თემა, რომელსაც შეუძლია რომ ქართული ოცნება და ივანიშვილი ძალიან დააზიანოს, მათ შორის მომავალ საპარლამენტო არჩევნებში. 
ეს არის თემა, რომელიც სრულიად აშიშვლებს რეჟიმს. 
თუმცა, სამწუხაროდ, მეუფე პეტრეს განცხადების შემდეგ, რომელიც სინოდის წევრებმა ნამდვილად უსამართლოდ გაწირეს, ეს თემა ჩაიკარგა. დღეს მედია საუბრობს არა იმაზე, თუ რას გეგმავდა ივანიშვილი, არამედ იმაზე, რა და რატომ თქვა მეუფე პეტრემ. 
დღეს, ეკლესიის დანგრევა და პატრიარქის დასუსტება ყველაზე მეტად სწორედ ივანიშვილს აწყობს, მათ შორის მისი გადაყენებისა და ახალი პატრიარქის არჩევის მიზნით, რომელიც მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ანუ ხელისუფლების მიტაცებაში აქტიურად უნდა დაეხმაროს.
კულუარები საპატრიარქოდან 
თავდაპირველად, ივანიშვილმა პატრიარქს ვანო ჩხარტიშვილის შუამავლობით შეუთვალა რომ გადამდგარიყო. 
პატრიარქი დათანხმდა და მოსაყდრედ ივანიშვილისადმი ლოიალურად განწყობილი მეუფე შიო დაასახელა. ხოლო, პატრიარქის გარემოცვამ ერთგვარი გარანტიები მოითხოვა და რამდენიმე თხოვნა გაუგზავნა ოლიგარქს. 
ამის შემდეგ, ივანიშვილი საპატრიარქოში მივიდა, სადაც მეუფეები დახვდნენ და ჰკითხეს, თუ რატომ ერეოდა ეკლესიის საკითხებში და რატომ ცდილობდა უწმინდესის გადაყენებას, რასაც ივანიშვილის გაბრაზება მოჰყვა. მან თქვა რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო...
თუმცა, საბოლოოდ, პატრიარქი არ გადადგა. ხოლო ივანიშვილმა ჩათვალა რომ პატრიარქმა ის მოატყუა. „ყველა სურვილი შევუსრულე და მაინც არ გადადგა“ -  ამბობდა ოლიგარქი გარემოცვასთან.
ამის შემდეგ, რეჟიმმა სხვადასხვა გზებით დაიწყო უწმინდესზე კომპრომატების შეგროვება. ავრცელებდნენ ხმებს რომ ამ კომპრომატებს გამოაქვეყნებდნენ. 
ეს ხდებოდა ოლია მეორეზე ერთგვარი ზეწოლის მიზნით და იმისათვის რომ ივანიშვილს მისდამი ლოიალურად განწყობილი კადრი გაეყვანა პატრიარქად. 
გუშინ ამ ბრძოლის მთავარი გვირგვინი იყო - საპატრიარქოდან „თეთრეულები გამოიფინა“. თქვეს ის, რაც არასოდეს არავის ასე ღიად არ უთქვამს. 
ღრმად მოხუცებულ პატრიარქს უმძიმესი საეკლესიო ბრალდება წაუყენეს. ითქვა რომ არსებობს სამი მოწმე, რომელიც ამ ბრალდებას პირადად დაადასტურს. ყოველივე ამის გამოყენებას რეჟიმი ახლა უბინძურესი მეთოდით ცდილობს. 
მაგალითად: ქართული ოცნების ლიდერები, სუსი, პოლიცია, ტროლები, ფეიკ ნიუსები ამუშავდნენ იმ მიზნით რომ მეუფე პეტრეს განცხადებები მთავარ ოპოზიციურ პარტიას დაუკავშირონ. 
მეტიც, ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა ვოლსკიმ მეუფე პეტრეს განცხადება პატრიარქის შესახებ უკვე „გალინკა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან. 
გაჩნდა დაფინანსებული გვერდები, სადაც წერენ რომ მეუფე პეტრემ ოპოზიციის დავალება შეასრულა, რაც ცხადია, ბინძური ცილისწამება და დეზინფორმაციაა.
კიდევ უფრო მეტი, სისხლიან ჯალათად წოდებულმა გახარიამ უკვე თქვა რომ პატრიარქის დადანაშაულება და ის, რაც საპატრიარქოში ხდება, დესტრუქციული ძალების მიერ არის ორგანიზებული. 
ამით გახარიამ, თავისი ჭკუით, პატრიარქის წინააღმდეგ განხორციელებულ მოვლენებთან ხელისულების კავშირი გამორიცხა. 
თუმცა, ის ფაქტი რომ დღეს, გახარია, საპატრიარქოში მივიდა და ილია მეორეს მხოლოდ 10 წუთით შეხვდა, ხოლო ამ შეხვედრაზე პატრიაქრის წარმომადგენლებმა პრემიერის ფოტოგრაფი და ოპერატორი არ დაუშვეს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.
„ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, გახლავთ მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომელთაც არ სურთ ქვეყნის წყნარი, მშვიდობიანი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. 
ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოსა და მთავრობასთან მიმართებაში. დღეს, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. 
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ საქართველოს პატრიარქი არის სიმბოლო ეკლესიის და სიმბოლო სახელმწიფოებრიობის და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ვერც სახელმწიფოში და ვერც ეკლესიაში მსგავსი დესტრუქციული ქმედებებით რისკის ქვეშ დააყენონ ჩვენი ხვალინდელი დღე და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე“, - ამ განცხადებით, გახარია, ხელისუფლების მიერ ჩადენილი სავარაუდო სისტემური დანაშაულის მიჩქმალვას ცდილობს და ისრები სხვა მიმართულებით გადააქვს.
ოლიგარქის ხელისუფლების მიერ პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ ასეთი გაუგონარი მეთოდებით ბრძოლა არის მრავალსვლიანი კომბინაცია პუტინის რეჟიმისა და რუსული სპეცსამსახურების სტილში, რათა მოახლოვებული საპარლამენტო არჩევნების ფონზე, ივანიშვილის რეჟიმმა, ერთი მხრივ, უწმინდესი უკიდურესად დაასუსტოს ან გადადგომა აიძულოს და მეორე მხრივ, მთელი ეს სიბინძურე ოპოზიციას დააბრალოს, რათა მრევლმა გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტი არჩევანის გაკეთებისაგან თავი შეიკავოს.  
P.S: "ყველას შეიძლება შეეშალოს. პატრიარქსაც შეიძლება შეეშალოს, ეკლესია არ უნდა იყოს ტაბუდადებული თემა რომ თითქოს მისი კრიტიკა არ შეიძლება" - ამბობს ბიძინა ივანიშვილი ამ ვიდეოში.
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას მიანიჭებდით უპირატესობას ?
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
რეკლამა საიტზე
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე
კორონავირუსი
ხალხური მედიცინა
სასწრაფოდ: ამ წუთებში ვრცელდება კადრები ავტომობილების კოლონა თბილისისკენ მოემართება (იხ.ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილის შოკისმომგვრელი განცახდება ვრცელდება ამ წუთებში
სასწრაფოდ! სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტულება სააკაშვილის შეწყალებაზე და ევროპარლამენტარების მიღებული რეზოლუცია...
სასწრაფოდ: ელისო კილაძე ამ წუთებში შოკისმომგვრელ ფოტოს აქვეყნებს "იხ.ფოტო"
სასწრაფოდ! ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, მაკა ჩიჩუას დარღვეული დუმილი რა სკანდალურ განცხადებას აკეთებს ის?
რეკლამა საიტზე