იმ დროს საქართველოში ვიყავი და მახსოვს, როგორ მარტო ვგრძნობდით თავს იქ, სოლიდარობის ოდნავი ჟესტისთვის და ოდნავი მხარდაჭერისთვისაც გვიწევდა თხოვნა. გაზის კონტრაქტების კედლისა და მიძინებული სინდისის მავთულხლართების პირისპირ.დღეს ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილი მართალი იყო და ჩვენი მაშინდელი ლიდერები ცდებოდნენ. დღეს ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეიძლება ვიყოთ ასე გულუბრყვილოები და მშიშრები ამდენი ხანი. დღეს ჩვენ ვამტკიცებთ, რომ გადავიაზრეთ. და ვითარება შეიცვალა.მაგრამ დღეს ადამიანს, რომელმაც ჩვენს დახურულ კარებზე დააკაკუნა, გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება. ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს ქვეყანას, რომელმაც რუსეთში დააგროვა თავისი ქონება და არასოდეს გაუწყვეტია კავშირები.[რუსეთთან]
მიშა - ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილის ნიმუშები - მოწამლულია დარიშხანითა და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ძაფზეა ჩამოკიდებული.
დღეს ეს ძაფი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მისი გადარჩენის საშუალება აქვთ. საქართველოს მთავრობა, რომელიც ცდილობს, გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს თავისი პოზიცია, როგორც დამაბალანსებელი აქტი ბრიუსელსა და მოსკოვს შორის - ვერ გაუწევს წინააღმდეგობას ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას. კერძოდ, პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი[...]