შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ოპოზიციის გეგმებზე ისაუბრა. ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, თუ სამი კანდიდატიდან: კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის ოლქში თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, ის პოლიტიკიდან წავა. ხოლო, თუ “ქართული ოცნების” კანდიდატები მოიგებენ, კობახიძის თქმით, ნიკა გვარამია უნდა წავიდეს მედიასივრციდან.