აღფრთოვანებული ვართ უკრაინელების და ზელენსკის გმირობით... სწორედ ამ დღეებში, ვფიქრობ რომ რა გახდა, რომ ვერ მოხერხდა ცის დაკეტვა უკრაინელებისთვის და ბევრჯერ მიფიქრია, როგორი საჭირო იქნებოდა ახლა ჩემი შვილის იქ ყოფნა. და ისინი მუდმივად ითხოვენ ჩემი შვილის იქ გადაყვანას და მათთვის დაბრუნებას. ძალიან საჭირო იქნებოდა.ძალიან კარგია, რომ ზელენსკიმ ფეხი არ მოიცვალა და დარჩა კიევში, მაგრამ ჩვენ ხომ გვქონდა ეს პრეცენდენტი, როცა 2008 წელს იგივეს სთავაზობდნენ ჩვენს პრეზიდენტს და არც იმას გაუვლია თავში ქვეყნის დატოვება. ეს ხომ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს და ისიც ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მაშინ და იდგა მის გვერდით და სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვხედავთ ზელენსკის შემთხვევაში. ამ ვითარებაში, ძალიან კარგი იქნებოდა ჩემი შვილის მის გვერდით ყოფნა, - ამბობს გიული ალასანია.ამბობს, რომ "მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სანაგაშოა, მას აქვს დაავადება, რომელიც ვერ განიკურნება საქართველოში და საჭიროა მისი გადაყვანა უცხოეთში, მაგრამ ეს ვერ მოხდა სამწუხაროდ და მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდება".