მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგინდება სწორედ სიმართლე, ვინ რა საქმეში არის რეალურად დამნაშავე. – ახალაია ციხიდან სკანდალურ განცხადებას აკეთებს “ეს არის ფაქტი, რომელიც ისედაც ყველამ ვიცით…მე მაინტერესებს, აპირებს თუ არა ვინმე თქვას თუ როგორ შედიოდნენ ბაჩო ახალაიასთან საკანში ირაკლი ღარიბაშვილი და ანზორ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის სახელით და როგორ ითხოვდნენ მისგან პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას გირაოთი განთავისუფლების სანაცვლოდ და როგორ ემუქრებოდნენ მეგობრების და ოჯახის წევრების დაჭერით თუ არ მისცემდა ჩვენებას. თუ გექნებათ შესაძლებლობა, იქნებ კითხოთ, დიდი მადლობა წინასწარ.”