"ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია, მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის.რაღა არის სპეკულაცია, დევს დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია?!, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!", - თქვა ალასანიამ.ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.