ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა რომ ის აპირებს გამოყოს 100 მილიონი ლარი იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი გაჭირვებული ოჯახების დახმარება, მათ ვინც ზიანი მიიღო ვირუსის გამოჩენის პერიოდში,დაკარგა სამსახური,საარსებო წყარო და ა.შ. "ფონდი ქართუ" მზად არის მთავრობასთან შეთანხმებით, გამოყოს თანხა, რომლის მიხედვითაც 40 ათას ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახები მიიღებენ ერთჯერად ფულად დახმარებას. როგორც რამოდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები მთავრობის ადმინისტრაციაში.