„თუმცა, ყალბი თავმდაბლობის და კეკლუცის გარეშე ვიტყვი, რომ ყველაზე ღირებული, რაც ქველმოქმედების კუთხით გამიკეთებია, ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩემი მონაწილეობაა, რადგან უანგარობის პარალელურად, რაც ჭეშმარიტი ქველმოქმედების აუცილებელი პოსტულატია, პოლიტიკაში მონაწილეობა იმ ვითარებაში, იმ ხელისუფლების პირობებში, არათუ ქონების, არამედ ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლის რისკზე გადიოდა. შედეგობრივადაც რომ შევაფასოთ, ვინაიდან პოლიტიკაში ჩემმა მონაწილეობამ ხელი შეუწყო და შესაძლებელი გახადა, ძალაუფლებისგან მშვიდობიანად ჩამოგვეშორებინა ხალხის ჩაგვრაზე დაფუძნებული რეჟიმი, პოლიტიკაში შემოსვლა, ალბათ, მართლაც ყველაზე ღირებულია, რაც ცხოვრებაში გამიკეთებია. რაც შეეხება ამის შემდგომ განხორციელებულ საქველმოქმედო პროექტებს, ვინაიდან 2011 წელს ნავსი გატყდა და გაცხადდა ყველაფერი, მათ შესახებ ინფორმაციის დაფარვამ აზრი დაკარგა და მსოფლიოში აპრობირებული ხასიათი მიიღო - გარკვეული პერიოდულობით საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია ამ პროექტების შესახებ”-
/ ბიძინა ივანიშვილი/