“მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში დემოკრატიის განსახიერება. საქართველოში დემოკრატიის განსახიერებაა დემოკრატიული ინსტიტუტები”, ის შეგვახსენებს, რომ ბაიდენმაც მკაფიო განცხადება გააკეთა პარლამენტში გამოსვლის დროს: საქართველოს ამ მხრივ საკმაოდ დიდი სამუშაო აქვს გასაწევი! “მის გამოსვლებს კიევსა და თბილისში შევაფასებდი, როგორც ერთგვარ “მძიმე სიყვარულს”. ქვეყანას ეუბნებიან: “მხარდაჭერას გაგიწევთ, მაგრამ ამერიკელების მოკავშირეობა პასუხისმგებლობასაც უკავშირდებაო”, დასძენს ჩვენი კოლეგა. მხოლოდ ეს ფაქტი არის საკმარისი იმის შესაფასებლად, თუ ვინ ვინ არის.