"სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ სპეციალიზებულ კლინიკაში. ასეთი მსოფლიოში არც ისე ბევრია. ასეთი კლინიკა არის აშშ-ში. და სერიოზული დეტოქსიკაციის პროცესი უნდა გაიაროს...შეიძლება, გულუბრყვილო ვარ, მაგრამ არა უშავს, გულუბრყვილობა ზოგჯერ სასარგებლოა. მე მჯერა, რომ ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია მაგიდაზე მუშტის დარტყმა, არის პრეზიდენტი ბაიდენი.არ მჯერა, რომ ევროპელები საქართველოს ხელისუფლებას რაიმეს დაკისრებას შეძლებენ. რა თქმა უნდა, ამას საქართველოს ხელისუფლება რუსებთან ერთად აკეთებს. ამაში ეჭვი არ მეპარება, რადგან კარგად მახსოვს ბერლუსკონის სიტყვები, 2008 წელს მან თქვა ისეთი ფრაზა, რომ "პუტინმა თქვა, რომ სააკაშვილს ბურთებით ჩამოკიდებდა", - ხაზგასმით აღნიშნა ტელეწამყვანმა.
შუსტერმა აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირ ტელევიზიით წერილი მისწერა - "ძვირფასო პრეზიდენტო ჯო ბაიდენ, გთხოვთ, გადაარჩინე მიშა სააკაშვილი!",- და მოუწოდა მოქალაქეებს მსგავსი თხოვნით მიმართონ ბაიდენს და შეავსონ ბმული.
"ეს არის ადამიანის ცხოვრება, რომელმაც...[ხელისუფლებისთვის] იმასაც კი არ აქვს მნიშვნელობა რამდენი გააკეთა უკრაინისთვის, საქართველოსთვის - თუ მას ასე ექცევიან, მაშინ წარმოიდგინეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ თითოეული ჩვენგანისთვის პუტინის ან ივანიშვილის მსგავს ტირანებს. სააკაშვილის გადარჩენით საკუთარ თავსაც ვიხსნით“, - აღნიშნა მან.