„მინდა გითხრათ, რომ გამოწვევები იქნება მართლაც სერიოზული, განსაკუთრებით წლის ბოლომდე. ჩვენ ვამზადებთ ახლა დამატებით ღონისძიებებს, როგორც ბიზნესის მხარდაჭერის თვალსაზრისით, ასევე ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. ჩვენი გვესმის, რომ წელი იქნება საკმაოდ რთული, თუმცა ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეგიონში და ფართოდ რეგიონში, სხვებთან შედარებით, უკეთესად გავიაროთ და შევინარჩუნოთ სწრაფი ეკონომიკური აღდგენის პოტენციალი“, – აღნიშნა პრემიერმა.