ტრაგედია დატრიალდა ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის ერG&ერG სოფელში, სადაც Dianews.ge-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც მერის წარმომადგენელი ამბობს სოფელში, 40-წლამდე ასაკის მამაკაცს თანმხლები დაავადებები არ ჰქონია, შესაბამისად უცნობია, რას მოჰყვა გარდაცვალება. თანასოფლელების თქმით, ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მამაკაცს, ოთხი შვილი ჰყავდა, მათ შორის ყველაზე უმცროსი, 2 წლის ბავშვია. ცნობილია ისიც, რომ იგი მკურნალობას გარკვეული პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში, შემდეგ კოვიდ სასტუმროში, გადიოდა, თუმცა ტემპერატურის მატების გამო, ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებით გადაიყვანეს, რის გამოს მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.