ოპონენტების შეფასებით, ზურაბიშვილის გაუაზრებელი განცხადებები ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს აზიანებს .
არ შეიძლება რუსეთს, როგორც ფასილიტატორს და მედიატორს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი გადაუხადო მადლობა. საერთოდ ვერ ერკვევა იმ კონტექსტში, რომელიც არის დღეს - ამბობს ხატია დეკანოიძე.
მადლობას უხდი ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს და მადლობას უხდი რისთვის? რომ რუსეთმა შემოიყვანა ჩვენს რეგიონში დამატებითი სამშვიდობო ძალები და გაიძლიერა პოზიცია კავკასიაში? ეს ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფო ინტერესს- ამბობს დავით ბაქრაძე
ოპოზიციის შეფასებით, ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა საქართველოს სტრატეგიული და სახელმწიფო ინტერესების გარდა, აზიანებს ურთიერთობას ორ მეზობელ სახელმწიფოსთან - სომხეთთან და აზერბაიჯანთან:
სალომე ზურაბიშვილს მე ვეძახი პ- რეზიდნტი. მე რეზიდენტისგან ზუსტად ამ გამონათქვამებს ველი - ამბობს თაკო ჩარკვიანი
საქართველოს პრეზიდენტი და ადექვატურობა ეს ორი ერთმანეთისთვის შეუსაბამო ტერმინია. რაც შეეხება პაშინიანისთვის მილოცვას, ეს დაცინვას უფრო ჰგავს, ვიდრე მილოცვას იმიტომ, რომ მისალოცი არაფერი არ აქვს პაშინიანს- ამბობს ნინო ბურჯანაძე.
ასეთ სიტუაციებში ვრწმუნდები რომ სჯობს დუმდეს და არაფერი არ თქვას, ვიდრე პირი გააღოს და ილაპარაკოს ის სისულელეები, რომელსაც რეგულარულად ეწევა ყველა საჯარო გამოსვლაზე - ამბობს "ლელო"ს წევრი საბა ბუაძე