ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მისი კარგი მეგობარია და მან გაიხსენა ბაიდენის ვიზიტი აგვისტოს ომის დროს. 2008 წელს თბილისში ვიზიტისას ამერიკელი პოლიტიკოსი ჯერ კიდევ სენატორი იყო."ეს არის კაცი, რომელიც პირველი ჩამოვარდა საქართველოში, როცა ომი ატყდა და მილიარდი დოლარის დახმარება ჩამოგვიტანა. რომელიც ამის შემდეგ დასახელდა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად, რადგან ობამას რეიტინგს მისი ჩამოსვლა და ჩემთან შეხვედრა ძალიან წაადგა. და ეს მას ძალიან კარგად ახსოვს", — განაცხადა სააკაშვილმა
მთავარი არხის ეთერში.