გაანძრიეთ ხელი და ჩამოვალ, კაცი იხრჩობოდაო და, ხომ იცით – მიმართა “ფეისბუქ” ლაივის დროს მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერს, რომელმაც მას საქართველოში დაბრუნებისა და მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა.„მე განვიხილავ ყველა ვარიანტს. მინდა ვუთხრა ჩემს მომხრეებს და ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა – უნდა ვიყოთ მზად.რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, კონკრეტული აეროპორტი, მაგრამ ჩამოვა და ვიღაც გადაგვარჩენს, ეს არ იმუშავებს, ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს, კი ბატონო.“ – მიმართა სააკაშვილმა მხარდამჭერებს.