არ გიყვარს ვიცი საუბარი შენ თავზე და მითუმეტეს, როცა შენზე ვლაპარაკობთ და გაქებთ, მაგრამ რთულია არ თქვა დღევანდელობაში. როგორ ვნანობ, რომ უფრო მეტ დროს არ ვატარებდით ერთად. წუთითაც არ დაგტოვებდი. რას წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ასე მოხდებოდა. თითეულ წუთს გავუფრთხილდებოდი. რაც დრო გადის, უფრო მეტად მაკლიხარ. როგორ მენატრება შენთან სტადიონზე ყოფნა უბრალოდ ლაპარაკი, ჩემო შაქარ. ყველაზე ძალიან გული მწყდება იმ ყველაფერზე, რასაც ვგეგმავდით და რამდენი რამე გველოდებოდა”- წერს გიორგი მამუჩიშვილი. გიორგი შაქარაშვილის მიმოწერა მეგობართან: „დღესდღეობით მსოფლიოშიც და საქართველოშიც იმდენი ურწმუნო გაიჩითა, ღმერთის აღარავის სწამს, ყველა კომფორტზე გადავიდა და მატერიალურად იქცა, მაგიტო ხდება, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი. ალბათ, ეს კორონაც განსაცდელია ღმერთისგან, ყველას რომ ეგონათ, არაფერი მოუვიდოდათ, ისეთ ხალხს, დიდ ხალხზე ვიძახი”, – წერდა შაქარაშვილი მის მეგობარს.