“ამერიკას აქვს პრობლემები თურქეთში, სამხედრო საჰაერო ბაზასთან, ჩვენ შეგვიძლია, შევთავაზოთ სენაკი, ვაზიანი, სადაც მუდმივმოქმედი ამერიკული ბაზა გაკეთდეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი. ჩვენ უნდა გვქონდეს რუსეთთან დიალოგი ძალიან ბევრ საკითხზე, მათ შორის ვაჭრობის საკითხებზე, ადამიანების მიმოსვლის საკითხებზე, უამრავი ჰუმანიტარული საკითხია. ყველანაირ მეზობელთან ჩვენ გვჭირდება ურთიერთობები და დიალოგის წარმოება, მაგრამ საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფუნადმენტური საკითხია ამერიკის ყოფნა ჩვენს რეგიონში.”