თქვენ,მედდამ სამედიცინო მუშაკმა არა მხოლოდ ჰიპოკრატეს ფიცი დაარღვიეთ,არამედ ჩაიდინეთ სისხლის სამართლის დანაშაული,როცა პაციენტ მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემები იმედზე აფრიალეთ !
მაგნიტსკის სია?რას ამბობთ-რა სია,პირდაპირ ციხეშია თქვენი ადგილი
დაჭერით გემუქრებით?-დიახ,სწორად მიხვდით
„იმედის კვირამ“ მიხეილ სააკაშვილის მედდასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. მედდა განმარტავს როგორ ძალადობს ექსპრეზიდენტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალზე. მან უკვე დაწერა განცხადება იმის შესახებ, რომ სააკაშვილთან არ იმუშავებს, რადგან ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ უძლებს.
„ჩვენი ოთახი [სააკაშვილის პალატის] მოპირდაპირე მხარეს არის და რამდენჯერაც შევსულვართ და უთქვამთ, რომ პაციენტი გონებას კარგავს, მაშინ წნევა, პულსი, სატურაცია - ყველაფერი იყო ნორმის ფარგლებში. ძალიან ბევრჯერ გადამიწერია პირჯვარი და ისე შევსულვარ პალატაში. მიფიქრია: „ოღონდ არ აღელვდეს, ოღონდ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, -ამბობს მედდა.
ის აღნიშნავს, რომ სააკაშვილთან ურთიერთობის დადებით ეპიზოდებიც ჰქონია და პაციენტის განწყობა სასამართლო დღეებში იცვლებოდა.