"23 ნოემბერი მოდის და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს და მეც თბილისში ვიქნები"", — აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვიდეო მიმართვაში, რომელიც სოციალური ქსელით გაავრცელა. სააკაშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო."ერთი რამ ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი მეც მანდ ვიქნები და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, თუ დამიძახებთ გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს, ასე რომ ყველაფერი ახლა ჩვენზეა დამოკიდებული, ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა", — აცხადებს სააკაშვილი.