სააკაშვილმა აგვისტოს ომის დროს გაყიდა ჩვენი ქვეყანა. მანამდე კოდორის ხეობას დაარქვა ზემო აფხაზეთი და წინასწარ მოამზადა გასაყიდად. კოდორის დაკარგვისთვის ამერიკიდან ძალიან დიდი კონტრიბუცია მიიღო, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში, მის ჯიბეში წავიდა. ამიტომ ის ცდილობს, წლის ბოლომდე რაღაცას მიაღწოს. ვარსკვლავების კეთილგანწყობის მიუხედავად, შორს ვეღარ წავა. აქამდე უნდა გაეკეთებინა რამე. წლის ბოლომდე რევოლუციას ვერ მოაწყობს. მომავალ წელს კი – ვარსკვლავები ისეთივე წარმატებას არ ჰპირდებიან, როგორც წელს ჰქონდა. ვფიქრობ, სააკაშვილის მატარებელმა ჩაიარა”,- განაცხადა მიხეილ ცაგარელმა