საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენების შეფასებისას აღნიშნავს, რომ გვარამია ძალიან გაბედული ადამიანია. „ძალიან გაბედული და ნიჭიერი კაცია გვარამია! მხდალი, უნიჭო ხიხოს კაპიტულაციას სწორედ ის ჩაიბარებს სულ მალე“! - წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით,მთავარი არხის გენერალური დირექტორი,
ნიკა გვარამია პროკურატურაში ბრალის დადგენილების მიზნით არის წარდგენილი. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილს დაპირდა, რომ პირადად ჩაიბარებდა მის კაპიტულაციას