ჟურნალისტი ხატია სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერი იყო, ბოლო დროს მმართველ გუნდს აქტიურად აკრიტიკებს. ხატიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ჩატარებულ არჩევნებზე პროტესტის ნიშნად არ მივიდა. ასევე თქვა, რომ მას იმედები გაუცრუა ბიძინა ივანიშვილმა. მისი თქმით, ივანიშვილების ოჯახს და საზოგადოებას შორის დიდი ორმოა, რომელიც ვეღარ შეივსება.“როცა ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე მივიდა, დავინახე დიდი ორმო ჩვენს და მის ოჯახს შორის. ლეგენდები დადიოდა მის შესახებ, სანამ ბატონი ბიძინა საზოგადოებაში გამოჩნდებოდა. მე პირადად 2012 წელს ხმა მივეცი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მეგონა ოლიგარქს ჩვენი ფული არ დასჭირდებოდა და საქართველოს აყვავება ელოდა. ეს იყო ჩემი შეცდომა, იმიტომ რომ ოლიგარქები მარტო საკუთარ ჯიბეზე ფიქრობენ და საერთოდ არ ადარდებს როგორ უნდა იკვებოს ადამიანმა 90 თეთრად.