ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ დახმარებას თვითდასაქმებულებისთვის, როგორიც გვქონდა პირველი ტალღის პერიოდზე, ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით. უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად რომლებთანაც ისინი არიან დასაქმებული და ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს ამ სექტორიდან, ვისაც გააჩნია საბანკო სესხი, მიზნობრივად მივეხმარებით სესხის გადავადებაში", - განაცხადა გახარიამ.
1200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.
"გარდა ამისა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა - ეს გახლავთ 1 200 ლარიანი დახმარება ფორმალურად დასაქმებულებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ანუ 6 თვის განმავლობაში 200 ლარი ყოველთვიურად. ეს პროგრამა პირველი იანვრიდან გაგრძელდება დამატებით 6 თვის განმავლობაში", - განმარტა პრემიერმა.