გილოცავ საქართველო უმაგრესი ამბავი ახლახან ხდება ცნობილი
ნორვეგიასთან და საფრანგეთთან მუშაობა, რაღაც პრეცედენტები უკვე გვაქვს, რასაც აბსოლუტურად მიღწევადად ვთვლი და წლის ბოლოსთვის შეგვიძლია უკვე კონკრეტული ციფრებიც გვქონდეს და კონკრეტულ რიცხვებზე ვისაუბროთ, როდესაც ჩვენ მოვახერხებთ, ლეგალურად დავასაქმოთ განვითარებულ ქვეყნებში. მთელი მთავრობა ამაზე მუშაობს.ჩვენი ემიგრაციის დიდი ნაწილი, დღეს შეურაცხყოფილად და დათრგუნულად არიან. ვხედავ და შეხვედრებიც მქონია. თუ ეს პროექტი გამოგვივა, რისი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ემიგრაციის აბსოლუტურ უმრავლესობასაც ისევ საქართველოზე გავლით გადავამაზადებთ და აბსოლუტურად, ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. ასევე, იაფ ფრენებს დავამატებთ, მათ თვეში ერთხელ სახლში ღირსეულად მოესვლებათ.ბალტიის პირეთი, ბულგარეთი ჩვენსავით დაცლილია. ეკონომიკა იქაც განსხვავებულია, მიგრაციაა მაგრამ ისინი ოჯახში არიან, ევროკავშირის წევრები არიან. ჩვენ შეგვიძლია, სანამ ევროკავშირის წევრობას მოვახერხებთ, როგორც რაჭველი ჩამოდიოდა დაბაში და მუშაობდა, ისევე ღირსეულად და ამაყად მოვახერხოთ, ქართველები არა მალულად, არამედ ლეგალურად დასაქმდნენ. ერთადერთი ხიფათია, მაგრამ ჩვენი ისტორია რასაც აჩვენებს, ქართველების სერიოზული მიგრაცია არასდროს ყოფილა. ქართველები არ დაიკარგებიან და არ დარჩებიან ევროპაში. პარალელურად, ადგილობრივი ეკონომიკა უნდა გავაძლიეროთ და იქ ღირსეულად მომუშავე, იქიდან ისევ გამოგზავნილი და ჩამოსული ადამიანებისთვის სამუშაო ადგილების შექმნის პროცესიც შეიძლება, დაჩქარდეს. რაც მთავარია, ეს დრო არ იქნება უღირსი , ისინი ღირსეულად იმუშავებენ და ასეთივე პერსპექტივა ექნებათ.“– განაცხადა ივანიშვილმა.