„დავითი უკვე 7-8 წელია იქითაა, საბერძნეთშია. ბოლოს ამ ზამთარს იყო ჩამოსული. არ ვიცი რაზე მუშაობდა. პოლიციასთან არაფერი პრობლემა არ ჰქონია. ბოლოს, ერთი კვირის წინ ვესაუბრე“ - ამბობს რუბაშვილის მამა.რაც შეეხება შალვა კუხიანიძესა და ბექა ბალახაძეს, მათი ოჯახის წევრები მედიასთან კონტაქტზე არ გამოდიან.
შალვა კუხიანიძის მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახი ერთი კვირის წინ ქობულეთში გადავიდა საცხოვრებლად.
„ამ ბოლოს დავინახე ეზოში შალვა კუხიანიძე, ზუსტად არ ვიცი როდის ოღონდ, რა მახსოვს. ერთი წელია მისი ოჯახი გადასულია აქედან" - ამბობს მეზობელი.სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „კანონიერი ქურდი „ დასრულებულია. პოლიციამ ბერა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრთან, კაკო ბილანიშივილთან ერთად საქართველოს კიდევ 13 მოქალაქე დააკავა.
ირკვევა, რომ 72 წლის კანონიერი ქურდის დაჯგუფება საბერძნეთში ათობით სახლის ძარცვას, ქურდობასა და ყაჩაღობაშია ბრალდებული. ბერძნული პოლიციიის ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის ახლო მეგობრის, „კაწროს „ მამა კრმინალურ დაჯგუფებაში საქართველოს მოქალაქეებს გაწევრიანების ნაცვლად ე.წ. ქურდის სახელს ჰპირდებოდა.
ქართველი ბოროტმოქმედები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან. საბერძნეთში დაკავებული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს 15 წელი პატიმრობა ემუქრებათ.
მათ 47 -მდე ბინის გაძარცვასა და ნახევარი მილიონი ლარის ქურდობას ედავებიან.
წყარო