ფიზიკური პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან შემოსავლების სამსახურში გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვთ დაბეგვრის რომელიმე რეჟიმი (მცირე ბიზნესის მქონე მეწარმე ფიზიკური პირი, ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის განმახორციელებლი პირი, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე, ინდივიდუალური მეწარმე).
კითხვა 6: როგორ შეიძლება მიიღოს პირმა კომპენსაცია, თუ არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, არ არის დაქირავებით დასაქმებული, მაგრამ ფაქტობრივად ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას იმ ობიექტის ტერიტორიაზე, რომელსაც შეუჩერდა საქმიანობის უფლება?
გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა, რომელსაც შეჩერებული აქვს საქმიანობის უფლება, შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ინფორმაცია მესამე პირების შესახებ, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელებად და საქმიანობას ფაქტობრივად ახორციელებდნენ უშუალოდ მათი ობიექტის ტერიტორიაზე. მაგალითად:
1. პირი რომელიც საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე - პირი რომელიც საქმიანობს ბაზრობის ტერიტორიაზე და არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ბაზრობის ორგანიზატორმა და მიუთითოს საქმიანობის სახე.
2. პირი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანას, და არ წარმოადგენს კომპანიის თანამშრომელს - ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს ავტოსადგურის ორგანიზატორმა.
3. გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებული პირი, რომელიც ამზადებს პროდუქციას და აბარებს მაღაზიას, ან პირი რომელიც სოფლის მეურნეობის პროდუქტს აბარებს რესტორანს - ასეთი პირის შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინოს მაღაზიის/რესტორნის მფლობელმა გადასახადის გადამხდელმა.