"ამის შესახებ გამოცემას წყვილის გარემოცვა უყვება, რომელთა ინფორმაციითაც, გოგონა პერიოდულად ცხოვრობს სააკაშვილის რეზიდენციაში - ლესნიკის დასახლებაში მდებარე ქართულ-უკრაინულ სახლში. მათი პირველი ერთობლივი
ფოტოები ჯერ კიდევ ივნისში გამოქვეყნდა, თუმცა, ძირითადად გადაღებული იყო საქმიან შეხვედრებსა და საერთო გარემოცვაში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან, რომელიც კიევთან ახლოს მდებარეობს. წყვილი ზაფხულიდან მოყოლებული ერთადაა და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ", - წერს გამოცემა.
Strana.ua-ვე ცნობით, წყვილი ცნობილი ჟურნალისტის, დიმიტრი გორდონის, მომღერალ ოლია პოლიაკოვისა და პროდიუსერ მიხეილ
იასინსკის კამპანიაში ისვენებდა. ისინი სააკაშვილის სახლის უკანა ეზოში, ჭიქა ღვინოზე პოლიტიკასა და სხვა თემებზე სასაუბროდ იკრიბებოდნენ.
"პირადი ცხოვრების უცხო თვალისგან დასამალად, სააკაშვილმა რამდენიმეტრიანი ღობეც კი გააკეთა და მეზობლების ფანჯრებს მაქსიმალურად მოერიდა, თუმცა საერთო მეგობრებმა წყვილის ფოტო "ინსტრაგრამზე" მაინც ატვირთეს", - წერს გამოცემა რომლის ცნობითვე, ცნობილ პოლიტიკურ ფიგურებს გადაკვეთა საქმის ფარგლებში უწევდათ, ერთად დადიოდნენ ტელეეთერებსა და პოლიტიკურ შოუებში ლვოვსა და სხვა ქალაქებში. საინფორმაციო სივრცეში წყვილი ერთად პირველად სექტემბერში გამოჩნდა. იხილეთ სრულად