"აფთიაქში შესული, დიდ წინააღმდეგობას წავაწყდი და მივხვდი, რომ დავითრგუნე. საწუწუნოდ არ ვამბობ, ბევრია ჩემს მდგომარეობაში, დასამალი რა არის. ადრე დაზღვევა მქონდა, მაგრამ სადაზღვევოებმა ისეთ დონეზე აწიეს საფასური, რომ ვეღარ ვიხდით. ისედაც გაჭირვებით გამოვიმუშავებთ ფინანსებს და აფთიაქში რომ შედიხარ, ყველაფერი ძვირი ღირს, წამალი კი ყველას გვჭირდება, ელემენტარულად, გამოსაჯანმრთელებლად. ამასწინათ, 10 აბი ვერ შევიძინე და 6 მოვაჭრევინე, ასეა ყველა.
ესაა ერის ტრაგედია, ყველაზე მთავარი საყრდენი გამოგვეცალა - იმედი იმისა, რომ ხვალ კარგად ვიქნებით.
გამოსავალი, არ ვიცი, რაშია. დავინახე, რომ მოქალაქე არ აინტერესებთ! ფსიქიკა დაუავადდა ორივე მხარეს.
როგორ უნდა დაიმშვიდო თავი იმით, რომ წინა ხელისუფლების დროს, ცუდად იყო საქმე. ხელისუფლებამ უკეთესობაზე არ უნდა იზრუნო? დაიქცა
ქვეყანა! საქართველო გვეცლება ხელიდან!", - ამბობს თამრიკო ჭოხონელიძე.